სახალისო ქიმია (გაიცანით ქიმიური ელემენტები)
2013, 20 აპრილი, 12:26
|
თქვენ არასოდეს გიფიქრიათ, რომ ქიმიური ელემენტები ადამიანებივით გამოიყურებიან? წარმოგიდგენთ KAYCIE D-ს ილუსტრაციებს, რომელმაც სცადა ელემენტები ადამიანის მსგავსად გამოესახა. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
წყალბადი ყველაზე პატარა, მსუბუქი და ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამყაროში.უფერული გაზი, ანათებს მეწამულ ფერად მაღალი ძაბვის ქვეშ მოთავსებისას. ყვლაზე მსუბუქია კეთილშობილ აირებს შორის. ჰელიუმი უფერო, უსუნო, უგემო, არატოქსიკური ინერტული აირია და პერიოდულ სისტემაში კეთილშობილი აირების ჯგუფის სათავეში დგას. ყველა დანარჩენ ელემენტებს შორის დუღს და ლღვება ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე.
მოვერცხლისფერო-თეთრი მეტალი. იმდენად რბილია, რომ მისი გაჭრა დანითაც შეიძლება.გვხვდება აქვამარინის და ზურმუხტის შემადგენლობაში.ბორის იონები ცეცხლის ალს მწვანე ფერს სძენს.ნახშირბადი გვხვდება გრაფიტის, ალმასის და ამორფული ნახშირის სახით.აზოტი უფერო, უსუნო, უგემო ინერტული გაზია. სტანდარტულ პირობებში დედამიწის ატმოსფეროს 78.08% იკავებს. აზოტის ზოგიერთი ნაერთი თავბრუსხვევასა და ჰალუცინაციებს იწვევს.სუფთა ჟანგბადი O2 გამოიყენება მრეწველობაში და საავადმყოფოებში.ფტორი იმდენად რეაქტიულია, რომ ყველაფერი რასაც ის ეხება იწვის.უფერო აირი, რომელიც მაღალი ძაბვის ელ. ველში მოთავსებისას ასხივებს მოწითალო-ნარინჯისფერ სინათლეს. მოვერცხლისფერო–თეთრი მეტალური. სუფთა სახით ნატრიუმი მძლავრ რეაქციაში შედის წყალთან.მოვერცხლისფერო-თეთრი მადანი. მაგნიუმის ცეცხლის ჩაქრობის ერთადერთი ხერხი მისი ქვიშით დაფარვაა.დედამიწის ქერქში ყველაზე გავრცელებული ელემენტია ჟანგბადისა და სილიციუმის შემდეგ.მარტივი ნივთიერება ალუმინი- მსუბუქი, პარამაგნეტიკური მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის ლითონია, ჩამოისხმება და ადვილად ღებულობს ფორმას, დაყალიბებისა და მექანიკური დამუშავების შედეგად. ალუმინს ახასიათებს მაღალი თბოგამტარობა და ელექტროგამტარობა, კოროზიისადმი მდგრადია, რაც გამოწვეულია მის ზედაპირზე მტკიცე ალუმინის ოქსიდის აპკის სწრაფი წარმოქმნით, რომელიც იცავს ზედაპირს ჟანგბადთან შემდები ზემოქმედებისაგან.სილიციუმი ყველაზე გავრცელებული მეტალოიდია. გვხვდება კომპიუტერის სქემებსა და სხვა ელექტრონიკაში. იმისათვის რომ ასანთი აალდეს, მის თავსა და ასანთის ყუთს ფოსფორით ფარავენ.
გოგირფი ცუდი სუნის მქონე ნივთიერებაა. გაფუჭებული კვერცხის სუნი იცით? ისეთივე სუნი აქვს გოგირდს. გვხვდება ტყვიის წამალსა და ყუმბარებში.მოყვითალო-მომწვანო აირი. ქლორის შესუნთქვა იწვევს თვალების წვას, სუნთქვის გართულებას და კანის ქავილს.უფერო აირი, რომელიც მაღალი ძაბვის ელ. ველში მოთავსებისას ასხივებს იასამნისფერ/იისფერ სინათლეს. დასახელება "არააქტიურს" ნიშნავს. გვხვდება ნათურებში.კალიუმი ძალიან აქტიური ელემენტია, რომელიც იასამნისფერი ალით იწვის.ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას. მოიპოვება რძეში.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий